შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – სად არის გადაყვანილი აქტივისტი
შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტს გუშინ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს ცნობით სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ალექსანდრე სამხარაძე პროცესს არ დასწრებია. განაჩენი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაუსწრებლად გამოიტანა. *თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა*. *ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ […] The post შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – სად არის გადაყვანილი აქტივისტი appeared first on .

შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტს გუშინ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს ცნობით სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ალექსანდრე სამხარაძე პროცესს არ დასწრებია. განაჩენი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაუსწრებლად გამოიტანა.
*თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა*.
*ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავეს.*
*ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად ლექსო სამხარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტის მეგობრებმა გაავრცელეს.
The post შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – სად არის გადაყვანილი აქტივისტი appeared first on .
What's Your Reaction?






