შსს-ს თანამშრომლებმა აშშ-ში გამართულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები – 2025“-ზე ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ბირმინგემში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაზე მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე ძალისმიერ წოლჭიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის ამავე სახეობაში ასევე ოქროს მედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც. ხოლო შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ადამურ არქანიამ მკლავჭიდში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ. „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები – 2025“-ზე ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ბირმინგემში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაზე მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე ძალისმიერ წოლჭიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის ამავე სახეობაში ასევე ოქროს მედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც. ხოლო შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ადამურ არქანიამ მკლავჭიდში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ.
„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა.
What's Your Reaction?






