
„ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი:
26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებას არ გამოუწვევია მასშტაბური პროტესტი, არც პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას მოჰყვა დიდი ამბავი. სამწუხაროდ.
ფაქტია, რომ არც ერთ ბარიერგადალახულ პარტიას არ ჰყავს მხარდამჭერების ბაზა – არც უმუშავიათ ამაზე. რომ ჰყავდეს, დავინახავდით ათას კაცს მაინც გარეთ გამოსულს – ბადრის და მამუკას დაპატიმრების დღეს,
ნიკა გვარამიას ან მელიას დაპატიმრების დღეს. დავინახავდით 26 ოქტომბრის
არჩევნების ღამეს. მაგრამ ვერ დავინახეთ.
ბადრი ჯაფარიძის დღევანდელი პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ ლიდერების დაპატიმრების მიზანი იყო ის, რომ ხალხს ბრძოლაზე ხელი ჩაექნია, არის მცდარი. ყველაფერი პირიქით არის – თქვენ ხართ ჩვენზე დამოკიდებული, რადგან ჩვენ გამოვედით 28 ნოემბერს, როდესაც ქ/ოცნების ლიდერმა ოფიციალურად გამოგვიცხადა ევროინტეგრაციის შეჩერება. ჩვენი საზრუნავია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება და ყველაფერს ამ პრიზმიდან ვუყურებთ. შესაბამისად, ვეწინააღმედეგბით ყველაფერს, რაც ამ გზას არ ემსახურება.
ჩვენი გზა გადის ევროინტეგრაციის აღდგენაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე. თქვენი ბედი არის ჩვენს ხელში – იმ ხალხის ხელში, ვისაც ესმის, რომ თუ ევროინტეგრაცია არ დავაბრუნეთ და დემოკრატია არ განვავითარეთ, თქვენ ვერ გათავისუფლდებით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ციხეში – მათ შორის ბიზნესმენები.
ამიტომ ჩვენზე უნდა იმუშაოთ – თუ გინდათ ნეიტრალური ხალხის გადმობირება და ძალის ჩვენება, ჩვენზე უნდა დადგეთ, მხარდამჭერების ბაზა შეიქმნათ. ნეიტრალური ხალხი შემოგვიერთდება მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ ჩვენ გიჭერთ მხარს, რომ ჩვენი მხარდაჭერის ღირსები ხართ. ელემენტარულია. თუ ჩვენც არ გიჭერთ მხარს, დაღუპულია თქვენი საქმე.
გთხოვთ, დაფიქრდე ამაზე. ნუ გაგვირთულებთ თქვენი გათავისუფლებისთვის ბრძოლას