შშმ ახალგაზრდების სპორტული აქტივობები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სპორტული აქტივობები გამართა დღეს ხელვაჩაურის მერის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ. სასპორტო სკოლაში სხვადასხვა სახის შეჯიბრება მოეწყო, მათ შორის გასართობი. აქტივობებში ჩართული იყვნენ ასევე ახალგაზრდული ცენტრის მოზარდები და მისი მთავარი მიზანი შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზიაა. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენასა და სამომავლოდ მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება. სპორტულ-გასართობ შეჯიბრებაში დღეს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები 50-ი შშმ ბავშვი მონაწილეობდა. თამაშები გუნდური პრინციპით მიმდინარეობდა და შეჯიბრებაში დაწინაურებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მარ. 28, 2025 - 20:27
 0
შშმ ახალგაზრდების სპორტული აქტივობები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სპორტული აქტივობები გამართა დღეს ხელვაჩაურის მერის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ. სასპორტო სკოლაში სხვადასხვა სახის შეჯიბრება მოეწყო, მათ შორის გასართობი.
აქტივობებში ჩართული იყვნენ ასევე ახალგაზრდული ცენტრის მოზარდები და მისი მთავარი მიზანი შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზიაა. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენასა და სამომავლოდ მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება.
სპორტულ-გასართობ შეჯიბრებაში დღეს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები 50-ი შშმ ბავშვი მონაწილეობდა. თამაშები გუნდური პრინციპით მიმდინარეობდა და შეჯიბრებაში დაწინაურებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow