ჩაბი ალონსო რეალისგან წინადადებას და ტას ტრანსფერს ელის

ესპანელი სპეციალისტი რეალის ზარს ელოდება

მაი. 3, 2025 - 15:57
 0
ჩაბი ალონსო რეალისგან წინადადებას და ტას ტრანსფერს ელის
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩაბი ალონსო მადრიდის რეალის ოფიციალურ ზარს ელის მთავარი მწვრთნელის პოსტის თაობაზე.

როგორც ირკვევა, ალონსოს რეალში წასვლას ხელს ბაიერ ლევერკუზენი არ შეუშლის, რომელიც ესპანელის ჩანაცვლებას ჩავით ან ტენ ჰაგით აპირებს.

თავის მხრივ, ალონსოს რეალთან ერთი მოთხოვნა უკვე აქვს. ჩაბის სურს, რომ სამეფო კლუბი ჯონათან ტას ტრანსფერში ჩაერთოს, რომელიც მოლაპარაკებებს ბარსელონასთან აწარმოებს და ფეხბურთელი თავისთან წამოიყვანოს.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწვრთნელი ტას დიდ პატივს სცემს და მისი რეალში წაყვანა სურს, თავად გერმანელი უკანახაზელის არჩევანი კი ჯერჯერობით უცნობია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow