კევინ დე ბრუინი ნაპოლიში ტრანსფერს უახლოვდება
საშა ტავოლიერი დე ბრუინის ტრანსფერზე წერს

ბელგიელმა ფეხბურთელმა თავადვე თქვა რამდენიმე ხნის წინ, რომ სიტის შემდეგ ყველანაირ შემოთავაზებას განიხილავდა და როგორც ჩანს, კევინს ნეაპოლური წინადადება ყველაზე მეტად მოეწონა.
ეჭვი არაა, რომ შესაძლო ტრანსფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა რომელუ ლუკაკუმ, რომელთანაც დე ბრუინს ხანგრძლივი და კარგი მეგობრობა აკავშირებს.
სხვათა შორის, ჯანლუკა დი მარციო იმას წერს, რომ დე ბრუინმა წინადადება ლივერპულისგანაც მიიღო, თუმცა 100%-იანი დასტური ჯერ არცერთ კლუბზე არ ისმის.
What's Your Reaction?






