"მე და ხვიჩას ეს ერთი რამ გვაერთიანებს" - დემბელე ქართველ თანაგუნდელზე
პარიზული კლუბის შემტევმა, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უეფას ვებგვერდთან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ცნობილია...

განსაკუთრებული ყურადღება დემბელემ მის ახალ თანაგუნდელებზე გაამახვილა: „კვარაცხელია და დუე საოცრად სწრაფად შეეწყნენ როგორც გუნდს, ისე ენრიკეს ტაქტიკას. მათთან ერთად შეტევაში თამაში დიდი სიამოვნებაა. გვაერთიანებს ერთი მიზანი — ტიტულები. კონკურენცია კი ყველას განვითარებაში გვეხმარება.“
ფინალთან დაკავშირებით დემბელემ დასძინა, რომ „ინტერი“ ძლიერი მეტოქეა და მოედანზე მეგობრობა არ არსებობს: „მარკუს ტიურამი ჩემი მეგობარია, მაგრამ ფინალში ეს დროებით დავივიწყებთ. ახლა მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა.“
What's Your Reaction?






