"ლუის ენრიკემ ხვიჩას უთხრა.." - რამაზ სვანაძე კვარაცხელიას პროგრეზე

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოებას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელის — პარიზის „სენ-ჟერმენის“ რიგებში ხვიჩა...

მაი. 26, 2025 - 16:57
 0
"ლუის ენრიკემ ხვიჩას უთხრა.." - რამაზ სვანაძე კვარაცხელიას პროგრეზე
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოებას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელის — პარიზის „სენ-ჟერმენის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს და გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისმა გუნდმა მილანის „ინტერს“ უნდა უმასპინძლოს.

საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელის პროგრესი წარსულთან შედარებით თვალსაჩინოა. ამის შესახებ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

ხვიჩას ტრანსფერმა ‘პსჟ’-ში მასზე აშკარა გავლენა მოახდინა. ის ყოველთვის გამორჩეული ტალანტი იყო, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო სრულფასოვანი მოთამაშეა. განსაკუთრებული ცვლილება დაცვით თამაშში შეინიშნება — ისეთ დონეზე, როგორიც არც ერთ სხვა ვინგერს არ აქვს. სწორედ ამ კომპონენტში მისი წინსვლა ყველაზე შესამჩნევია“, — აღნიშნა სვანაძემ.

მწვრთნელის თქმით, კვარაცხელიას პროგრესი დიდწილად ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში სწორი ფუნქციური გადანაწილება გააკეთა: „ლუის ენრიკემ ხვიჩას განუმარტა, რომ ‘პსჟ’-ში ბევრი მაღალი დონის შემტევია, მაგრამ დაცვაში ყველა ბოლომდე არ იბრძვის. ხვიჩამ ეს პასუხისმგებლობა აიღო და მოედანზე სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow