ქართველები ევროტურნირების ფინალში

ევროპის პროფესიულო საკლუბო რაგბის - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრებში ჯამში 5-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა...

მაი. 26, 2025 - 16:57
 0
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ევროპის პროფესიულო საკლუბო რაგბის - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრებში ჯამში 5-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - ერთმა მთავარი მსაჯის, ერთმა მწვრთნელის და სამმა მოთამაშის რანგში.

24 მაისს კარდიფში (უელსი), „პრინციფალითიზე“ გამართული ჩემპიონთა თასის ფინალს ქართველი რეფერი, ნიკა ამაშუკელი სჯიდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მსაჯმა ჩემპიონთა თასის ფინალი პირველად იმსაჯა. 70 225 მაყურებლის წინაშე, ფრანგულმა ‘ბორდომ’ ინგლისური ‘ნორთჰემპტონი’ 28:20 დაამარცხა და ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო, თანაც ყველაზე პრესტიჟული ევროპული თასი.

‘ბორდოს’ წარმატებაში საკუთარი წვლილი მიუძღვის ქართველ კვაჭ აქვსენტი გიორგაძეს, რომელიც 2023 წლიდან გუნდის შერკინების მწვრთნელია.

ერთი დღით ადრე ჩელენჯ თასის ფინალში ფრანგული ‘ლიონი’ ინგლისურ ‘ბათთან’ 12:37 დამარცხდა. ‘ლიონის’ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბორჯღალოსნები - ბექა საღინაძე (შეცვალეს 58-ე წუთზე) და დავით ნინიაშვილი (შეცვალეს 70-ე წუთზე), ირაკლი აფციაური კი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow