მიზეზი ცნობილია - რატომ არ დააყენა უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვე ძირითადში

ჩემპიონშიფის 40-ე ტურის შეხვედრა ბრისტოლის წინააღმდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო...

აპრ. 5, 2025 - 19:27
 0
მიზეზი ცნობილია - რატომ არ დააყენა უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვე ძირითადში
ჩემპიონშიფის 40-ე ტურის შეხვედრა ბრისტოლის წინააღმდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო - ზემოთხსენებული გადაწყვეტილება კი უოტფორდის თავკაცმა ასე განამრტა.

"გიორგი ფეხის ტკივილმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეაწუხა. მიმდინარე სეზონში კლუბისთვის და მისი ქვეყნისთვის თითქმის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა.

არ ვაპირებთ გავრისკოთ, წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს სათამაშო
” - თქვა ტომ კლევერლიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ მხოლოდ უოტფორდის მაისურით 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow