თოფურიასი შეშურდა? - კონორ მაკგრეგორის უცნაური გადაწყვეტილება
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მეორე ქამრის მფლობელი გახდა, ქართველს წარმატება არაერთმა ცნობილმა სახემ მიულოცა

ერთ-ერთი ასეთი UFC-ის ლეგენდა, კონორ მაკგრეგორი გახლდათ, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებით თოფურიას გამარჯვება მოუწონა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ირლანდიელმა ახლახანს თავისივე პოსტი წაშალა, არადა მისი ნაწერი უკვე არაერთმა მედიასაშუალებამ გადაიტანა.
სხვათა შორის, ილიას და კონორს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. თავდაპირველად თოფურია მაკგრეგორისადმი პატივისცემით გამოირჩეოდა და მასთან ჩხუბზეც კი საუბრობდა, თუმცა ბოლოსკენ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ილია მაკგრეგორს უკვე ყალბ მებრძოლსაც კი უწოდებს.
What's Your Reaction?






