ლევერკუზენმა ვირტსის ჩასანაცვლებლად მალიკ ტილმანი დაიმატა
ფლორიან ვირტსის ბაიერ ლევერკუზენიდან წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ჩამნაცვლებლის ძიება აქტიურად დაიწყო და საბოლოოდ საქმე მალიკ ტილმანის დამატებამდე მივიდა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ გერმანულ კლუბს პსვ ეინდჰოვენისთვის 35-40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
23 წლის ამერიკელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ნიდერლანდების ჩემპიონატში სრულფასოვნად გაატარა და 26 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.
სხვათა შორის, ტილმანს ბუნდესლიგური ფეხბურთის გამოცდილება უკვე აქვს. ის კარიერას მიუნხენის ბაიერნში იწყებდა, თუმცა კლუბმა მალიკი ჯერ გაანათხოვრა, შემდეგ კი ნიდერლანდებში საბოლოოდ გაუშვა.
What's Your Reaction?






