"ჩემზე გავრცელებული ეს ინფორმაცია სრულიად ტყუილია" - წიტაიშვილი ჭორებს უარყოფს
"ჩემზე გავრცელებული ეს ინფორმაცია სრულიად ტყუილია" - წიტაიშვილმა ჭორები უარყო

ბოლო ხანებში უკრაინულ და ბულგარულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სოფიას "ცსკა" დაინტერესებული იყო ტრანსფერით და ფეხბურთელს გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა ჰქონდა მოთხოვნილი.
თუმცა, როგორც ჩანს, რეალობას ეს ამბავი არ შეესაბამება.
"უკრაინულ პრესაში ვნახე ინფორმაცია ჩემს მომავალთან დაკავშირებით, თითქოს სოფიის ცსკა დამიკავშირდა და მე გადაწყვეტილების მიღებას 10 დღეში დავპირდი. მინდა განვმარტო, არც მე და არც ჩემს აგენტს ამ კლუბთან არასდროს გვქონია კონტაქტი და შეხება. ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა"
- განმარტავს წიტაიშვილი.
ცნობისთვის, გიორგიმ გასული სეზონი ესპანურ "გრანადაში" იჯარით გაატარა, სადაც თავი გამოიჩინა და რეგულარულად იღებდა სათამაშო დროს. მიუხედავად წარმატებული პერიოდისა, ქართველმა ფეხბურთელმა ესპანური კლუბი დატოვა, ხოლო მშობლიურ "დინამო კიევში" დაბრუნება გამორიცხა. ამ დროისთვის წიტაიშვილი არჩევანში თავისუფალია, მისი კარიერის მომდევნო ეტაპი კი ჯერ ისევ გაურკვეველია.
What's Your Reaction?






