"ვსამ" დაძაბულ შეხვედრაში "აკადემიას" სძლია და 16-წლამდელთა B ლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

ვსა 16-წამდელთა B ლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

ივლ. 5, 2025 - 00:27
 0
"ვსამ" დაძაბულ შეხვედრაში "აკადემიას" სძლია და 16-წლამდელთა B ლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია
16-წლამდელთა B ლიგაში ფინალური სერია ხვალ იწყება. ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემია და ოვერტაიმი ხვდებიან. მანამდე კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “აკადემია” და ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდები შეხვდნენ.

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდი საკმაოდ მწირქულიანი გამოდგა. აკადემიამ 1 ქულის სხვაობით – 10:9 იმარჯვა. მეორე პერიოდში ვსა-მ თამაში გამოაკეთა და მეტოქეს გადაასწრო. დიდი შესვენებისთვის ლიდერი შეიცვალა და ვსა 3 ქულით – 27:24 დაწინაურდა.

მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. აკადემია ცდილობდა დაწინაურებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. აკადემიელებს აკლდათ მთავარი ცენტრი, 2 მეტრს გადაცილებული ყაზახი მოთამაშე, აკმალხან აუბაკიროვი, თუმცა ლევან გაჩეჩილაძის შედეგიანი თამაშის წყალობით შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.

ბოლო პერიოდში ვსა მეტოქეს მოსწყდა – ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, რაც ანდრია რაქვიაშვილის შედეგიანობამ და მისი თანაგუნდელების აქტიურმა თამაშმა გამოიწვია. აკადემია ბოლო წამებამდე ცდილობდა შეხვედრის გადარჩენას, მაგრამ საბოლოოდ ჩამორჩენის მხოლოდ 5 ქულამდე შემცირება მოახერხა – 52:47 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი რაქვიაშვილი გახდა 14 ქულით, ალექსანდრე იაშვილმა 7 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. აკადემიელთა სრული მონაგარის თითქმის ნახევარი – 23 ქულა, ლევან გაჩეჩილაძემ მიითვალა, სანდრო კაჭარავას ანგარიშზე 8 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებაზე ვსა-ს წევრებს ბრინჯაოს მედლები გადასცა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow