“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

სააგენტო "პარალელი" “ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია მთავრობის ყოფილი მეთაურის და შს ყოფილი მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პოზიცია/შეთავაზება, საგამოძიებო კომისიაზე ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბარებათან დაკავშირებით: ,,ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვს ჩამომყვანი და მასპინძელი, ადამიანი რომელმაც აიღო ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვს ჩამომყვანი შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა […] “ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია პარალელი

აპრ. 15, 2025 - 04:27
 0
“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

სააგენტო "პარალელი"
“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

მთავრობის ყოფილი მეთაურის და შს ყოფილი მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პოზიცია/შეთავაზება, საგამოძიებო კომისიაზე ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბარებათან დაკავშირებით:

,,ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვს ჩამომყვანი და მასპინძელი, ადამიანი რომელმაც აიღო ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვს ჩამომყვანი შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ ადგა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენპროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა მაგ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშმა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული.

მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის.

მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება ნახევარი სიმართლის კომისია – ანუ ტყუილი სიმართლე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow