"ჩემი ბავშვობის გუნდი მანჩესტერი იყო" - მათეუშ კუნია

მანჩესტერ იუნაიტედში გადასულმა მათეუშ კუნიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის გუნდი სწორედ მანჩესტერი იყო

ივნ. 12, 2025 - 20:27
 0
"ჩემი ბავშვობის გუნდი მანჩესტერი იყო" - მათეუშ კუნია
მანჩესტერ იუნაიტედში გადასულმა მათეუშ კუნიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის გუნდი სწორედ მანჩესტერი იყო.

ბავშვობაში ბებიაჩემის სახლში პრემიერ ლიგას ვუყურებდი და ჩემი საყვარელი კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომლის მაისურის ჩაცმაც ჩემს ოცნებას წარმოადგენდა.

- თქვა კუნიამ.

მანჩესტერმა ბრაზილიელი ფორვარდი 62.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. გასული სეზონის პრემიერ ლიგაში კუნიამ ვულვზის მაისურით 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow