"ჩემი შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ.." - მამადუ სახო ქუთაისის "ტორპედოს" დაემშვიდობა

"ჩემი შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ.." - მამადუ სახო ქუთაისის "ტორპედოს" დაემშვიდობა

მაი. 30, 2025 - 02:27
 0
"ჩემი შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ.." - მამადუ სახო ქუთაისის "ტორპედოს" დაემშვიდობა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამადუ სახომ ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრა საგარეჯოს „გარეჯთან“ ჩაატარა. კლუბის ოფიციალური განცხადებით, ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდს დაემშვიდობა.

"ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა, მამადუ სახომ "ტორპედოს" მაისურით "გარეჯთან" თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. მადლობას ვუხდით მას ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.“

სახოს ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვა:

"ტორპედოში მოსვლისას მსურდა, მესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობდა, შვილები სკოლაშიც აქ დადიოდნენ.

"ტორპედოს“ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. მადლობა ფანებს და კლუბს. იმ დღეს, როცა „ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და ზეიმში მივიღებ მონაწილეობას.“

შეგახსენებთ, რომ მამადუ სახოს კარიერა მოიცავს ისეთ კლუბებს, როგორებიცაა "პარი სენ-ჟერმენი", "ლივერპული" და "კრისტალ პალასი". საფრანგეთის ნაკრებში მან 29 მატჩი ჩაატარა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლებოდა თავისი დროისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow