ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას

ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას „იყო განცდა, რომ რეჟიმს უნდოდა ქართველი ერის, ხალხის დაშინება. 26 მაისს ხალხის უსასტიკესი დარბევით თითქოს მიაღწიეს კიდეც მიზანს. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდოდა საპროტესტო აქციებზე. […]

მაი. 20, 2025 - 12:27
 0
ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას

ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ს პოლიტიკაში გამოჩენას
„იყო განცდა, რომ რეჟიმს უნდოდა ქართველი ერის, ხალხის დაშინება. 26 მაისს ხალხის უსასტიკესი დარბევით თითქოს მიაღწიეს კიდეც მიზანს. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდოდა საპროტესტო აქციებზე. მაგრამ 5 თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რომელმაც ახალი სული შთაბერა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამით დასრულდა ის რეჟიმი, რომლის დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ამას აღარ დაუშვებს ქართველი ერი,“ – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
სოზარ სუბარმა ერთ ფაქტს გაუსვა ხაზი, როდესაც ცნობილ სპორტსმენს ლუკა კურტანიძეს ცემისას აქციაზე გადაეფარა გოგი ქავთარაძე.
გოგი ქავთარაძე და რეზო ესაძე, ქართული კინოსა და თეატრის ეს ორი ლეგენდა, სასტიკად სცემეს 26 მაისის აქციაზე. ამ დროისთვის გოგი ქავთარაძე 72 წლის იყო, რეზო ესაძე – 77 წლის. სუბარის თქმით, ესაა დასტური იმის, რომ რეჟიმის მიზანი ავტორიტეტების განადგურება იყო. „ისინი დამსახურებასთან ერთად არც ასაკს სცემდნენ პატივს. მათ უნდოდათ ავტორიტეტების განადგურება, რადგან სურდათ ერთადერთი ავტორიტეტი ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც დღეს „ვივამედში“ განისვენებს, თუ ისვენებს. იყო განცდა, რომ 26 მაისის მანიფესტაციის ასეთი სასტიკი დარბევის მიზანი ქართველი ერის, ხალხის დაშინება იყო.
მართლაც, 26 მაისის შემდეგ გაჩნდა განცდა, თითქოს სააკაშვილმა მიაღწია კიდევაც მიზანს, თითქოს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდოდა პროტესტზე. მაგრამ 5 თვის შემდეგ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადება, რომელმაც ახალი სული შთაბერა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამით დასრულდა ის რეჟიმი, რომლის დაბრუნებაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ამას არ დაუშვებს ქართველი ერი,“ – განაცხადა სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა პოლიციელების როლზე და პარალელი გაავლო 26 მაისის მოვლენებსა და 9 აპრილის ტრაგედიას შორის.
“იქ იყვნენ პოლიციელები, რომელთაც ადამიანის სახე არ ჰქონდათ შენარჩუნებული. იყვნენ ის არაადამიანები, რომელთაც ადამიანობა ჰქონდათ დაკარგული და მათ გვერდით იყო ბევრი ღირსეული პოლიციელი. დღეს რამდენჯერმე ახსენეს 9 აპრილი. 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხსლხთან ერთად იდგა ქართული მილიცია. მართალია, ფორმალურად ისინი საბჭოთა მილიციელები იყვნენ, მაგრამ გულით და შეგნებით ისინი იყვნენ ქართველები და იყვნენ პატრიოტები. სწორედ ეს პატრიოტი მილიციელები გადაეფარნენ ადამიანებს თავიანთი სიცოცხლის ფასად. რომ არა ისინი, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ოდესმე 9 აპრილის სიმბოლოდ ქართველი პოლიციელის ძეგლი აღიმართება. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც , დღეს კი მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატმა სხდომაზე პატრიარქის სიტყვებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი მოწოდება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. „ქართველ ერზე ხელის აღმართვა არავის ეპატიება” – ეს არის მისი უწმინდესობის სიტყვები. ეს სიტყვები უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფალმა, ასევე ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, პროტესტის გამოსახატად და ამ პროტესტს ხშირად პოლიციელზე თუ მისგსნ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე თავდასხმით გამოხატავს.
და ბოლოს, მინდა ერთი განმარტება გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, ტელეფონების დაშლის თემაზე. დღეს ბატონმა ლუკა კურტანიძემ ახსენა, ტელეფონებს ვშლიდით და სხვა ოთახში გავდიოდით სალაპარაკოდო. წინა სხდომებზეც არაერთმა სტუმარმა თქვა იგივე. ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან, საერთოდ ხვდებიან, თუ რაზე ვლაპარაკობთ. რა ტელეფონების დაშლასა და რა სხვა ოთახში გასვლაზეა ლაპარაკი, ეს მათთვის გაუგებარია, თითწოს რაღაც მისტიკურ რიტუალთან გვაქვს საქმე. მაგრამ, მაშინდელი რეალობა იყო ასეთი – ყოველი საინფორმაციო იწყებოდა ვიღაცის ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებით. ეს იყო პოლიტიკოსების საუბრები კოლეგებთან, იწერდნენ ჟურნალისტებს, დიპლომატებს, ამონტაჟებდნენ, აქვეყნებდნენ და შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ამას წარმოუდგენელ ბრალდებებს მიაბამდნენ ხოლმე. განცდა იყო ისეთი, თითქოს ყველას უსმენდნენ. გასაგებია, რომ ყველა პოლიტიკოსს ნამდვილად უსნენდნენ და სრულიად უკანონოდ, მაგრამ რიგით მოქალაქეებსაც ჰქონდათ განცდა, რომ მათაც უსმენდნენ და სწორედ ამიტომ იყო გავრცელებული ასეთი ლეგენდა, რომ თუ ტელეფონს დაშლიდი, იქიდან ამოიღებდი კვების წყაროს და მას მოწყობილობიდან შორს დადებდი, შენს საუბარს ვერ მოისმენდნენ. ადამიანებს ეგონათ, რომ უბრალოდ გამორთული ტელეფონიც ისმინებოდა.
ყველამ იცოდა, რომ ფარული ჩანაწერები, რასაც ყოველდღიურად აქვეყნებდნენ ტელევიზიით, უკანონო იყო, მაგრამ რეჟიმი სწორედ ამით ცდილობდა მოსახლეობის დაშინებას. ამ ქმედებით რეჟიმი ნერგავდა განცდას, რომ არა მხოლოდ ყველას უსმენდა, არამედ უსმენდა სრულიად უკანონოდ და მას ამისი არ ეშინოდა, რადგან ძლიერი იყო. რეჟიმი ამას სრულიად შეგნებულად აკეთებდა. რეჟიმი შეგნებულად აჩვენებდა ყველას, რომ მას შეუძლია ავტორიტეტებს აგინოს, დაამციროს, სცემოს ყველას თვალწინ, მოუსმინოს ადამიანებს უკანონოდ, რომ მას არ ეშინია კანონის დარღვევის, რადგან კანონზე მაღლა დგას. ამით ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისევ თავიდან აზვირთდებოდა ის ეროვნული ენერგია, რომელიც ააზვირთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow