ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას ზურიკო დავითაშვილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის მომავალს კვლავაც ყურადღებით აკვირდება ადგილობრივი მედია...

ივლ. 28, 2025 - 15:57
 0
ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას ზურიკო დავითაშვილი
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის მომავალს კვლავაც ყურადღებით აკვირდება ადგილობრივი მედია. გამოცემა Peuple Vert წერს, რომ „სენტ-ეტიენი“ გუნდის ორი მნიშვნელოვანი ფიგურის – ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასენის – გაყიდვას მიმდინარე ზაფხულში არ განიხილავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც კლუბი კომპანია Kilmer Sports-მა შეიძინა, „სენტ-ეტიენის“ ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ახალ მფლობელებთან ერთად, გუნდს აღარ აქვს ვალდებულება, მოთამაშეების გაყიდვით ბიუჯეტი შეავსოს. ამის ნაცვლად, ხელმძღვანელობა შემადგენლობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე ფოკუსირდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ლილი“ და „პარიზი“ იყო დაინტერესებული. თუმცა მათი სურვილის მიუხედავად, „სენტ-ეტიენი“ ქართველ შემტევს მხოლოდ 15-20 მილიონ ევროდ შეელევა – ეს კი საკმაოდ მაღალი ფასია კლუბებისთვის, რომლებიც შედარებით მოკრძალებულ ფინანსურ რესურსებს ფლობენ.

სპეციალისტების აზრით, მოთხოვნილი თანხა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „სენტ-ეტიენს“ აღარ სჭირდება ფეხბურთელების იაფად გასხვისება. წარსულში მსგავს სიტუაციაში გუნდი შესაძლოა დავითაშვილის გაშვებას 5-10 მილიონ ევროდ დათანხმებულიყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, კლუბი მყარად დგას და მზად არის იბრძოლოს წარმატებული სეზონისთვის, ლიდერების შენარჩუნებით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow