„ძალიან ცუდი რამ მოხდა… ეს არის ჩვეულებრივი კანცეროგენი…“ – ექსპერტი ასახელებს ნივთიერებას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. მომხდარს „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ეხმაურება.   „ფაქტი რაც მოხდა არის ძალიან ცუდი, კატასტროფა. სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს არის სურსათის ფალსიფიცირება. როცა კარგად დავაკვირდი შეფუთვას და მოვიძიე ინფორმაცია, ეს არის ჩვეულებრივი საღებავი, რომელიც გამოიყენება ინტერიერის, ექსტერიერის და მანქანის შესაღებად. ასეთი პროდუქტები … „ძალიან ცუდი რამ მოხდა… ეს არის ჩვეულებრივი კანცეროგენი…“ – ექსპერტი ასახელებს ნივთიერებას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული Read More » The post „ძალიან ცუდი რამ მოხდა… ეს არის ჩვეულებრივი კანცეროგენი…“ – ექსპერტი ასახელებს ნივთიერებას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული appeared first on elNews.ge.

ივლ. 10, 2025 - 03:57
 0
„ძალიან ცუდი რამ მოხდა… ეს არის ჩვეულებრივი კანცეროგენი…“ – ექსპერტი ასახელებს ნივთიერებას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
 
მომხდარს „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ეხმაურება.  

„ფაქტი რაც მოხდა არის ძალიან ცუდი, კატასტროფა. სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს არის სურსათის ფალსიფიცირება. როცა კარგად დავაკვირდი შეფუთვას და მოვიძიე ინფორმაცია, ეს არის ჩვეულებრივი საღებავი, რომელიც გამოიყენება ინტერიერის, ექსტერიერის და მანქანის შესაღებად. ასეთი პროდუქტები განაპირობებენ იმას, რომ ამდენი დაავადებაა ქვეყანაში და ასეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს ჯანმრთელობის მხრივ.

ეს საღებავი არის ჩვეულებრივი კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმიდან მალე არ გამოდის და შესაძლოა გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი. ნებისმიერ სხვა ხილში შეიძლება გამოიყენონ მათ შორის ვაშლზეც. ფიქრობ, ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა….

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მოიძიოს და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი…“ – ამბობს ირაკლი არაბული ჩვენთან საუბრისას. 

„პრაიმტაიმს“ ირაკლი არაბული იმ საღებავის ფოტოსაც უზიარებს, რომელსაც ვიდეოში ატმის შესაღებად იყენებენ. 

წყარო : Primetime.ge

The post „ძალიან ცუდი რამ მოხდა… ეს არის ჩვეულებრივი კანცეროგენი…“ – ექსპერტი ასახელებს ნივთიერებას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow