ძველი დუეტი ბრუნდება - ახლახანს რა ინფორმაცია ვრცელდება ოსიმენზე და კვარაზე

ავტორიტეტული გამოცემა, L'equipe წერს, რომ პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დიდი ანგარიშით მარცხი ვერ აიტანა და სასწრაფოდ შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს

ივლ. 15, 2025 - 20:27
 0
ძველი დუეტი ბრუნდება - ახლახანს რა ინფორმაცია ვრცელდება ოსიმენზე და კვარაზე
ავტორიტეტული გამოცემა, L'equipe წერს, რომ პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დიდი ანგარიშით მარცხი ვერ აიტანა და სასწრაფოდ შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს.

ფრანგები იტყობინებიან, რომ პარიზს გაძლიერების ორი ვარიანტი აქვს. მათ ან რაფაელ ლეაუს ან ვიქტორ ოსიმენის დამატება სურთ, რათა ენრიკესთვის შეტევაში მეტი არჩევანი იყოს.

გამოცემა იმასაც წერს, რომ პსჟ-ის სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსი პირდაპირ ჩაერია გალათასარაისა და ნაპოლის მოლაპარაკებებში, რათა ოსიმენი პარიზში წაიყვანოს!

გამოდის, რომ კვარასა და ოსიმენის მომაკვდინებელი დუეტის დაბრუნების სერიოზული შანსები გაჩნდა!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow