წყალტუბოს "სამგურალი" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
წყალტუბოს "სამგურალი" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ვანოლი "სამგურალს" 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
"მადლობას ვუხდით როდოლფო ვანოლისა და დარიო ნუჰუს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.
„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი" - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






