ჭუაძის ოთხმაგი დუბლით ვსა-მ 1/2-ფინალური სერიის პირველ მატჩში მართვეს სძლია
ჭუაძის ოთხმაგი დუბლით ვსა-მ 1/2-ფინალური სერიის პირველ მატჩში მართვეს სძლია

დღეს, თბილისი არენაზე ერთი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ვსა მართვეს დაუპირისპირდა და დავით ჭუაძის შედეგიანი თამაშით 79:70 (სტატისტიკა) იმარჯვა. ნახევარფინალური სერია 2-მატჩიანია და ეს ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩის წინ ვსა-მ 9-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. შემდეგ მატჩში, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, მართვეს 10 ქულით გამარჯვება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინალში ვსა გავა, რომელიც ჭუაძის დამსახურებით დღეს რთული მატჩი მოიგო.
შარშან 16-წლამდელთა ნაკრებში მყოფმა ჭუაძემ შეუცვლელად ითამაშა. მან ოთხმაგი დუბლი შეასრულა, რაც მიმდინარე სეზონში 18-წლამდელთა ჩემპიონატში არ დაფიქსირებულა. 16-წლამდელებში საბა პატაშურმა მოახერხა ოთხმაგი დუბლის მითვლა.
ჭუაძემ საბოლოო ჯამში 19 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 10 ჩაჭრა მიითვალა. მან 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, ჯარიმა არ უსვრია და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ვსა-ს შეეშველა დავით ჩხიტუნიძეც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა. მან 15 ქულა, 14 მოხსნა და 8 დაფარება მიითვალა.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში აჭარის ნაკრები თბილისი ბასკეტს ხვდება და პირველი მატჩი ხვალ, 24 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE
What's Your Reaction?






