საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლაშა ფირცხალაიშვილმა დატოვა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლაშა ფირცხალაიშვილმა დატოვა

ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა, 2022-24 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა. ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა.
"ეროვნული გუნდების სახელით, გვინდა ლაშას მადლობა გადავუხადოთ განვლილი წლებისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში" - ვკითხულობთ ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






