“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი

სააგენტო "პარალელი" “ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” გაკეთებულ განცხადებას, სადაც მმართველი გუნდი მოხსენიებულია როგორც “არალეგიტიმური ხელისუფლება”: “ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეოეს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან […] “ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი პარალელი

მაი. 23, 2025 - 23:27
 0
“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” გაკეთებულ განცხადებას, სადაც მმართველი გუნდი მოხსენიებულია როგორც “არალეგიტიმური ხელისუფლება”:

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა.

ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეოეს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც “დახმარების ეფექტიანობის შესახებ” პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა “ცუდად საუბარი” ან „თავდასხმა“, არამედ “ლეგიტიმური კრიტიკაა”, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილი და აქვეყნებს აღნიშნული განცხადების გრაფიკული გამოსახულების ფრაგმენტს.

 

დანართის ესკიზი

“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow