,, ხელისუფლების გათვლა გასაგებია” – გია ხუხაშვილი

ანალიტოკოსი გია ხუხაშვილი: ,,რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს: ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ. თუ მივა და დაიცავს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ ჩამოაგდებენ შუღლს ოპოზიციაში. ამიტომ, ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება: მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ […] The post ,, ხელისუფლების გათვლა გასაგებია” – გია ხუხაშვილი appeared first on .

აპრ. 13, 2025 - 21:57
 0
,, ხელისუფლების გათვლა გასაგებია” – გია ხუხაშვილი

ანალიტოკოსი გია ხუხაშვილი:

,,რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს:

ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ.

თუ მივა და დაიცავს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ ჩამოაგდებენ შუღლს ოპოზიციაში.

ამიტომ, ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება:

მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ ცნობს აღნიშნული თავყრილობის ლეგიტიმურობას, რადგან 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციის უკმარისობის გრძნობა, ის საზოგადოების პატივისცემის ნიშნად მზად არის, რომ თუნდაც ამ ფორმატში სიცხადე შევიდეს საკითხში, იმ პირობით, თუ იგივე სხდომაზე მოწვეული იქნებიან გომელაური, იმ დღეს მოქმედი სხვა აქტორები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, არა იმდენად გახარიასთან, არამედ სპეცსამსახურებთან და სპეც.დანიშნულების ძალებთან მიმართებაში.

თუ მათ კომისია არ მოიწვევს, ან ისინი უარს განაცხადებენ მონაწილეობაზე, მაშინ გახარია უაზრო სპექტაკლში და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.“

The post ,, ხელისუფლების გათვლა გასაგებია” – გია ხუხაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow