"ხვიჩა ისაა, ვინც პარიზს ამდენი ხანი აკლდა" - Sky Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი

სტეფანო ბორჯი პსჟ-ში კვარას გავლენას აფასებს

მაი. 3, 2025 - 11:56
 0
"ხვიჩა ისაა, ვინც პარიზს ამდენი ხანი აკლდა" - Sky Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი
Sky Sport-ის ჟურნალისტი, სტეფანო ბორჯი პარი სენ-ჟერმენზე ხვიჩა კვარაცხელიას გავლენას აფასებს. ბორჯის თქმით, კვარა სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც კლუბს ამდენი წლის განმავლობაში აკლდა.

იანვრის ტრანსფერებს თუ გადავხედავთ, ხვიჩას შენაძენი საუკეთესოს სტატუსს იმსახურებს. პარი სენ-ჟერმენმა კვარაცხელია იმ გავლენის გამო იყიდა, რაც ქართველს დანარჩენებზე აქვს.

ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც პარიზს ამდენი ხნის განმავლობაში აკლდა, მისი მაღალი სათამაშო ხარისხი კი პსჟ-ს დიდი ნახტომის გაკეთებაში დაეხმარება.

- ამბობს ჟურნალისტი.

მართლაც, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გუნდი ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი ერთ ნაბიჯშია, რაშიც ქართველ ფეხბურთელს უდიდესი როლი მიუძღვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow