რეიტინგში დაწინაურდა - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში
პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულ რეიტინგში. სპორტული პლატფორმა...

პარიზული გუნდის შემადგენლობიდან რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციებზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი იმყოფება – უსმან დემბელე მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მერვეზეა.
Score 90-ის მიმდინარე TOP 10-ში უდიდესი წილი „ბარსელონას“ ფეხბურთელებზე მოდის – კატალონიური გრანდი ოთხი მოთამაშით არის წარმოდგენილი. ლიდერობს ლამინ იამალი, ხოლო მის შემდეგ მოდიან რაფინია (მე-3) და პედრი (მე-4).
ხვიჩა კვარაცხელია წარსულშიც მოხვედრილა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში – 2023 წელს, როცა ის „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, France Football-ის ხმების მიხედვით მან მე-17 ადგილი დაიკავა და 6 ქულა დააგროვა.
What's Your Reaction?






