"ხვიჩა რუსი ფეხბურთელია, აქ დაიწყო ფეხბურთის თამაში" - კავაზაშვილის განცხადება
საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მედიასთან საინტერესო განცხადებას აკეთებს....

კავაზაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მატვეი საფონოვი ისეთ მაღალი დონის კლუბში ასპარეზობენ, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“. მისი შეფასებით, ეს ორივესთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ასევე ქვეყნის ფეხბურთის იმიჯსაც აძლიერებს.
განსაკუთრებული ყურადღება კავაზაშვილმა კვარაცხელიას რუსულ ფესვებზე გაამახვილა: „დიახ, ხვიჩაც რუსი ფეხბურთელია – ფეხბურთის თამაში მან სწორედ რუსეთში დაიწყო,“ – განაცხადა მან. აღნიშნული კომენტარი განხილვის საგნად უკვე იქცა სოციალურ ქსელებში.
What's Your Reaction?






