"ჯუდი? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და.." - რა თქვა ტრენტმა ბელინგემზე

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კომენტარი ბელინგემზე

ივნ. 22, 2025 - 00:27
 0
"ჯუდი? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და.." - რა თქვა ტრენტმა ბელინგემზე
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და ჯუდ ბელინგემის ერთად ხილვა ინგლისის ნაკრების გარდა, მადრიდის რეალშიც გახდა შესაძლებელი, რაზეც სამეფო კლუბის ახალწვეულმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჯუდთან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც და ძალიან მაინტერესებს თუ როგორ გადაითარგმნება ეს ყველაფერი საკლუბო ფეხბურთში და რას მოგვიტანს სამომავლოდ ჩვენი ახლო კავშირი.

- თქვა ტრენტმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მცველის და ნახევარმცველის მადრიდული საერთო დებიუტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ალ ჰილალთან შედგა, სადაც რეალმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow