ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას - პრემიერი
ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ჰერჩინსკისთანაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება. „ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ ბატონ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგიკული პიროვნება. მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო შეფასება. იუს აიძულეს, ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როცა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, რომ ის არის ტრაგიკული პიროვნება. ამ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას, იმუშაოს ელჩად. დანარჩენი თქვენ თვითონ გამოგიტანიათ დასკვნები. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ჰერჩინსკისთანაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
„ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ ბატონ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგიკული პიროვნება. მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო შეფასება. იუს აიძულეს, ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როცა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, რომ ის არის ტრაგიკული პიროვნება. ამ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას, იმუშაოს ელჩად. დანარჩენი თქვენ თვითონ გამოგიტანიათ დასკვნები. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
What's Your Reaction?






