1300-კილომეტრიანი ველომსვლელობა ნოვი-სადიდან სტრასბურგამდე
მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილე სერბმა სტუდენტებმა ქალაქ ნოვი-სადიდან სტრასბურგამდე 1300-კილომეტრიანი მანძილი ველოსიპედით დაფარეს, სწორედ იმ ქალაქიდან, სადაც 2024 წლის ნოემბერში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევამ 15 მოქალაქე იმსხვერპლა. 13-დღიანი ველომსვლელობის ფარგლებში დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტებმა უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და გერმანია გაიარეს და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად 80-მდე დემონსტრანტი ევროკავშირის დედაქალაქში ჩავიდა. სტუდენტების განცხადებით, მათი მიზანი იყო ევროპელი პოლიტიკოსებისთვის […]


მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილე სერბმა სტუდენტებმა ქალაქ ნოვი-სადიდან სტრასბურგამდე 1300-კილომეტრიანი მანძილი ველოსიპედით დაფარეს, სწორედ იმ ქალაქიდან, სადაც 2024 წლის ნოემბერში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევამ 15 მოქალაქე იმსხვერპლა.
13-დღიანი ველომსვლელობის ფარგლებში დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტებმა უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და გერმანია გაიარეს და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად 80-მდე დემონსტრანტი ევროკავშირის დედაქალაქში ჩავიდა.
სტუდენტების განცხადებით, მათი მიზანი იყო ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ეჩვენებინათ სერბი ხალხის ბრძოლა კორუფციისა და უთანასწორობის წინააღმდეგ. სტრასბურგში ჩასულ სტუდენტებს ქალაქის ცენტრში შეკრებილი ასობით მოქალაქე მხარდამჭერი შეძახილებითა და ბანერებით დახვდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მათი ფრანგი თანატოლები, ისე სერბული დიასპორის წარმომადგენლები.
ექვს თვეზე მეტია, სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. დემონსტრაციების ფონზე 2025 წლის მარტში თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თუმცა პრეზიდენტი ვუჩიჩი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
წყარო: euronews georgia
What's Your Reaction?






