18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ივლ. 24, 2025 - 02:57
 0
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონში ჯგუფიდან გავიდა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 71:61 (სტატისტიკა) დაამარცხა და პლეი ოფის საგზური ნაადრევად მოიპოვა. ჯგუფში კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ 2-დან 2 გამარჯვების მქონე საქართველოს, ბოლო შეხვედრა აუტსაიდერ გიბრალტართან რომც წააგოს, პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მალტა ბოლო წუთებზე დაამარცხა და დღევანდელი გამარჯვებით პირველობას ინაღდებდა. გოგონებმა მოინდომეს და მეტოქეს გართულებების გარეშე მოუგეს. პირველი პერიოდი ჩვენებმა 20:8 მოიგეს, მეორეშიც იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულას იგებდნენ.

მესამე ათწუთეულში კვიპროსელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირე, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. სალომე სვანის მექულეობითა და ანა გელაშვილის მეპასეობით საქართველოს ნაკრები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

გუნდს სალომე სვანმა 28 ქულითა და 6 ჩაჭრისთ ულიდერა. 15 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა ნიცა საბადაშვილმა, ანა გელაშვილმა შეხვედრა 7 ქულით, 11 პასით, 7 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში მალტამ გიბრალტარს 89:27 მოუგო. საქართველო ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს, მეორე ადგილისთვის ბოლო ტურში კვიპროსი და მალტა შეერკინებიან. საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში ხვალ გამოვლინდება, რადგან ჯერ უცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს A ჯგუფში მეორე ადგილს.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow