ლივერპულმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა
ლივერპულმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა

აღსანიშნავია, რომ ის "ლივერპულის" მეხუთე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში. მანამდე გუნდს შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი, ფლორიან ვირტცი, მილოშ კერკეზი და ჯერემი ფრიმპონგი. რაც შეეხება ქართველ მეკარეს, იგი კლუბმა გასულ ზაფხულს შეიძინა, თუმცა ერთი წლით იჯარის წესით ისევ "ვალენსიაში" დატოვა.
უგო ეკიტიკე გასული სეზონის განმავლობაში "აინტრახტის" რიგებში 64 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 26 გოლი და შეტევაში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ახლა კი მას ახალი გამოწვევა ელოდება პრემიერლიგაში, სადაც სლოტის გაწვრთნილ "ლივერპულს" მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა და ფრანგი თავდამსხმელი ამ გეგმაში ცენტრალური ფიგურა იქნება.
What's Your Reaction?






