2 000-2 000-ით დააჯარიმეს 2 პირი, რომლებიც თვალჭრელიძეზე კორპუსიდან გამოასახლეს და დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულები – ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. ისინი თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები არიან. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები – მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებას […]

ივლ. 26, 2025 - 17:27
 0
2 000-2 000-ით დააჯარიმეს 2 პირი, რომლებიც თვალჭრელიძეზე კორპუსიდან გამოასახლეს და დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულები – ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
ისინი თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები არიან.
ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები – მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებას კიდევ 12 დაკავებული ელოდება, მათგან 4 პირის პროცესი გადაიდო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow