20 წლამდელები - ორი მოგებით და მე-9 ადგილით იტალიიდან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში დასრულებულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდია 22:7 დაამარცხა...

ივლ. 21, 2025 - 13:57
 0
20 წლამდელები - ორი მოგებით და მე-9 ადგილით იტალიიდან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში დასრულებულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდია 22:7 დაამარცხა და შინ მე-9 ადგილით ბრუნდება.

2016 წლის შემდეგ ჩატარებულ 7 ჩემპიონატში საქართველომ მესამედ დაიკავა მე-9 ადგილი. ლადო კილასონიას შეგირდებმა მოიგეს ბოლო ორი შეხვედრა, ჯგუფურ ეტაპზე კი ორი ბრძოლაში დათმეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

საქართველომ მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი დებიუტშივე გახსნა ანგარიში, მაგრამ ვიდეო რეფერიმ გააუქმა. მერე მეტოქის მიძალება მოვიგერიეთ, ტაიმის შუაში კი ინიციატივა დავიბრუნეთ, მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ და მოლს მოწყვეტილმა გუნდის კაპიტანმა შოთა ხელაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა.

ფორვარდებით შეტევები რომ გავაგრძელეთ მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაისაჯა სინბინით, რითაც საქართველომ ისარგებლა, 5-მეტრიანი შერკინებიდან მიხეილ შიოშვილმა შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე კარგი გუნდური, ხელდახელ შეტევა განვახორციელეთ და ის მათე ღურწკაიას ლელოთი დაგვირგვინდა.გიორგი ბოლქვაძემ პირველი გარდასახვა გამოიყენა. შოტლანდიამ გარდასახული ლელოთი 34-ე წუთზე გვიპასუხა და ტაიმი 17:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიელთა ორი ლელო წესების დარღვევის გამო ვიდეო-რეფერის მიერ გაუქმდა, მერე მეტოქეს მისსავე 22-ში შეცდომა დავაშვებინეთ, მიხეილ შიოშვილმა ტურნირზე თავისი მე-7 ლელო გაიტანა და საუკეთესო მელელოვე გახდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ 22:7 გამარჯვებით, 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow