საბა გოგლიჩიძე თითქმის ყველას სურს, მაგრამ მოლაპარაკებებში 2 გუნდია ჩართული
21 წლის ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა „ემპოლიში“, შესაძლოა, იტალიის სერია A-ში ახალ ეტაპზე...

გოგლიჩიძე ამ ეტაპზე „ემპოლის“ საწვრთნელ პროცესშია ჩართული და უკვე მიიღო მონაწილეობა გუნდის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მოედანზე ნახევარი საათით გამოჩნდა. ეს მიანიშნებს, რომ კლუბი ჯერჯერობით სრულად ფლობს მის სპორტულ უფლებებს, თუმცა ინტერესი მზარდია და ტრანსფერის თემა აქტიურად განიხილება.
წყაროს ცნობით, ქართველი მცველით ინტერესს იჩენენ სერია A-ს სხვა კლუბებიც — მათ შორის ისეთ გრანდებს, როგორიცაა „მილანი“, „იუვენტუსი“, „რომა“ და „ლაციო“. ინტერესი აქვთ „ბოლონიას“, „უდინეზესა“ და სერია B-ს წარმომადგენელ „პიზასაც“, თუმცა ამ ეტაპზე რეალური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ორ კლუბს — „სასუოლოსა“ და „პარმას“ დაუწყია.
What's Your Reaction?






