2008 წელს მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, მართვის მექანიზმი იყო მორღვეული - კობა კობალაძე

2008 წელი რომ გავიხსენოთ, ფაქტობრივად, მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული სახელმწიფოში, ქვეყანაში, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. კობა კობალაძის თქმით, „ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, მეგზურობას, გიდობას უწევდნენ“. „ჩვენს სამშობლოს თუ რამემ შეუნარჩუნა სახე, ღირსება, სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, მრავალი გულანთებული, პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, თუ გადავხედავთ პროცესების დინამიკას, ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და ერთმანეთში აზელილი იყო ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი ლტოლვილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი.   ამას ემატებოდა ქვეყნის პრესტიჟი. რამდენიმე ათეული სოფელი, რომლებიც ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლით იყო გაჯერებული, მოხსენიებული იყო ქვების გროვად. ხელისუფლებას წარმოაჩინა მართვის უუნარობა და ჩვენი რიგითი მოსახლეობა და ჯარისკაცები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. იმ პროცესების დინამიკას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, უწევდნენ მეგზურობას, გიდობას და მოხსენებით საღამოებს უმართავდნენ. ეს იყო რეალობა“, – განაცხადა კობა კობალაძემ. მისივე განცხადებით, მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. „ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი, ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებს შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყო ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, გულანთებული და პატრიოტი ადამიანი, წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, ჩვენ თუ გადავხედავთ დინამიკას რა პროცესები ვითარდებოდა, ვითარდებოდა ის, რომ ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და აზელილი იყო ერთმანეთში ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი დევნილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. ამას ემატებოდა ის რომ პრესტიჟი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა, რამდენიმე ათეული სოფელი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით იყო გაჯერებული და მოხსენიებული იყო ქვების გროვად და იმ პერიოდში იყო დაკარგული, თუნდაც დროებით რეალობა ეს იყო. აქედან გამომდინარე თვითონ განცდა იმის რომ ეს ტვირთი საკმაოდ მძიმედ ადგებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ წარმოაჩინა უუნარობა მართვის და ძირითადად ჩვენი რიგითი მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის“,- განაცხადა კობა კობალაძემ.

ივნ. 11, 2025 - 11:27
 0
2008 წელს მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, მართვის მექანიზმი იყო მორღვეული - კობა კობალაძე

2008 წელი რომ გავიხსენოთ, ფაქტობრივად, მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული სახელმწიფოში, ქვეყანაში, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კობა კობალაძის თქმით, „ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, მეგზურობას, გიდობას უწევდნენ“.

„ჩვენს სამშობლოს თუ რამემ შეუნარჩუნა სახე, ღირსება, სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, მრავალი გულანთებული, პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, თუ გადავხედავთ პროცესების დინამიკას, ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და ერთმანეთში აზელილი იყო ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი ლტოლვილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი.

 

ამას ემატებოდა ქვეყნის პრესტიჟი. რამდენიმე ათეული სოფელი, რომლებიც ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლით იყო გაჯერებული, მოხსენიებული იყო ქვების გროვად. ხელისუფლებას წარმოაჩინა მართვის უუნარობა და ჩვენი რიგითი მოსახლეობა და ჯარისკაცები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. იმ პროცესების დინამიკას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, უწევდნენ მეგზურობას, გიდობას და მოხსენებით საღამოებს უმართავდნენ. ეს იყო რეალობა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

მისივე განცხადებით, მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის.

„ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი, ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებს შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყო ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, გულანთებული და პატრიოტი ადამიანი, წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან.

პირიქით, ჩვენ თუ გადავხედავთ დინამიკას რა პროცესები ვითარდებოდა, ვითარდებოდა ის, რომ ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და აზელილი იყო ერთმანეთში ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი დევნილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. ამას ემატებოდა ის რომ პრესტიჟი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა, რამდენიმე ათეული სოფელი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით იყო გაჯერებული და მოხსენიებული იყო ქვების გროვად და იმ პერიოდში იყო დაკარგული, თუნდაც დროებით რეალობა ეს იყო.

აქედან გამომდინარე თვითონ განცდა იმის რომ ეს ტვირთი საკმაოდ მძიმედ ადგებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ წარმოაჩინა უუნარობა მართვის და ძირითადად ჩვენი რიგითი მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის“,- განაცხადა კობა კობალაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow