“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი" “2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს ე.წ. ქოცებთან დაკავშირებით: ,,ვიცი, ქოცებს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ (მათი მთავარი ემოცია სიძულვილი და მომხვეჭელობაა), მაგრამ შედარებით ქვე-ქოცებს ცოტათი მაინც არ რცხვენიათ ამ მართლაც პლანეტარული ხიხოს გამო?! რომ შეგარცხვენს და დაგაკნინებს თავისი მდაბიო სამარცხვინოობით… ამის არა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო კი […] “2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე ნინი ხიჯაკაძე

მაი. 29, 2025 - 16:57
 0
“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი"
“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს ე.წ. ქოცებთან დაკავშირებით:

,,ვიცი, ქოცებს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ (მათი მთავარი ემოცია სიძულვილი და მომხვეჭელობაა), მაგრამ შედარებით ქვე-ქოცებს ცოტათი მაინც არ რცხვენიათ ამ მართლაც პლანეტარული ხიხოს გამო?! რომ შეგარცხვენს და დაგაკნინებს თავისი მდაბიო სამარცხვინოობით…

ამის არა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო კი ალბათ დიდი შფოთვანარევი წყენა აქვთ ძირძველ პროტოქოცებს – ნაღდებს, ჩაბოღმილებს და ბოღმაგამოუთქმელებს…

2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რადგან ჭეშმარიტი ქოცი აღარ დაიტოვა ამ მეთოჯინე კაცმა ახლო-მახლო – ვინც ქოცი იყო, გააქრო და სხვებში ადღვიბა და ვინც კი “ნაცი” იყო, უმეტესობა შეიზილა, ამოისვა და რაღაცად აღაზევა…

აგერ დღევანდელი შს “მინისტრი”: წინა ხელისუფლებაში არმყოფი ზურა ჯაფარიძე რომ ჩასვეს ციხეში, ამ ალიტერაციად ქცეულ სახელ-გვარიან კაცთან, ნაცთა მანდატური და კიდევ სხვა რამეებიც რომ იყო, “კომისიას” შეკითხვები არ ექნება, არა? არ შეეკითხებიან, არა, როგორი იყო შაშკინ-კოდუების მოხელეობა?!

რამხელა ბოროტი და მდაბიო ცინიზმია ეს ყველაფერი…

პროტოქოცი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? თუ სიტყვა “ფიქრი” აქ სრულიად ზედმეტია…”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…” – წერს ლაშა ბუღაძე
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow