2024 წლის მაისიდან დღემდე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა აღირიცხა

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის 342 შემთხვევას. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი, მედიის კვლევების ცენტრის, მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორიცელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა  და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს. კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი […] The post 2024 წლის მაისიდან დღემდე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა აღირიცხა appeared first on .

მაი. 3, 2025 - 03:27
 0
2024 წლის მაისიდან დღემდე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა აღირიცხა

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის 342 შემთხვევას.

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი, მედიის კვლევების ცენტრის, მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორიცელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა  და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს.

კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
  • 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში  – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;

ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან – 22  ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:

  • პროევროპული პროტესტის დროს – 11  დაკავება;

პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში,  გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების  34 შემთხვევა აღირიცხა.  (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი.

The post 2024 წლის მაისიდან დღემდე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა აღირიცხა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow