“2.1 მილიონი ადამიანი უცებ მთლიანად გაქრა” – ბექა კობახიძე

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე: 1915 წლის მდგომარეობით, ოსმალეთის იმპერიაში 2.1 მილიონი სომეხი ცხოვრობდა. უცებ, ეს ხალხი მთლიანად გაქრა. ამ მასშტაბის ტრაგედია არათუ ჩვენი რეგიონის ისტორიაში არ მომხდარა, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც სულ რამდენიმეა – ჰოლოკოსტი, კამბოჯის გენოციდი, ჰოლოდომორი და რუანდა. სომხების გენოციდი, აბსოლუტურ ციფრებში, უფრო მასშტაბურია, ვიდრე რუანდის გენოციდი. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. მე […] The post “2.1 მილიონი ადამიანი უცებ მთლიანად გაქრა” – ბექა კობახიძე appeared first on .

მაი. 2, 2025 - 06:27
 0
“2.1 მილიონი ადამიანი უცებ მთლიანად გაქრა” – ბექა კობახიძე

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

1915 წლის მდგომარეობით, ოსმალეთის იმპერიაში 2.1 მილიონი სომეხი ცხოვრობდა. უცებ, ეს ხალხი მთლიანად გაქრა. ამ მასშტაბის ტრაგედია არათუ ჩვენი რეგიონის ისტორიაში არ მომხდარა, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც სულ რამდენიმეა – ჰოლოკოსტი, კამბოჯის გენოციდი, ჰოლოდომორი და რუანდა. სომხების გენოციდი, აბსოლუტურ ციფრებში, უფრო მასშტაბურია, ვიდრე რუანდის გენოციდი.

ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. მე გამიგია, რომ რუანდის გენოციდი უსწავლებიათ ქართულ უნივერსიტეტებში, მაგრამ სომხების გენოციდი – არა. ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, თითქოს ეს სადღაც ახალ ზელანდიასთან მოხდა. საქართველოს მოსახლეობის 4.5% ეთნიკური სომხები არიან, ბევრი მათგანი გენოციდს გადარჩენილთა შთამომავალია. ბევრმა, განსაკუთრებით თბილისში, სომხური არც იცის და ქართულად საუბრობს ან უკეთ საუბრობს ქართულად, ვიდრე სომხურად.

მე არ მახსენდება წიგნი, სტატია, გადაცემა ქართულ ენაზე, რომელიც ამ თემას დაეთმო (თუ ვცდები, შემისწორეთ). სომხების გენოციდმა არამხოლოდ ტრაგედია, არამედ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაც წარმოშვა – ის რომ სატრანზიტო გზები გადის საქართველოზე და არა სომხეთზე, სომხეთისთვის საქართველო სასიცოცხლო ფანჯარა რომ არის, სამხრეთ კავკასიაში ერთიანი ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცის შექმნა რომ ვერ ხერხდება, ეს ყველაფერი ჩვენზე სასიცოცხლო გავლენას ახდენს და ამის მიზეზი, მნიშვნელოვანწილად, გენოციდია.

ამიტომ, ტრაგედიის 110 წლისთავზე, თურქოლოგ Sandro Bakuradze-სთან ერთად დავსხედით და დეტალურად მოვყევით ეს ისტორია:

The post “2.1 მილიონი ადამიანი უცებ მთლიანად გაქრა” – ბექა კობახიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow