36 წლის პერიშიჩმა პსვ ეინდჰოვენთან კონტრაქტი განაახლა

პსვ ეინდჰოვენმა ივან პერიშიჩთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. 36 წლის ხორვატი ნახევარმცველი ნიდერლანდურ კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე...

ივნ. 28, 2025 - 20:57
 0
36 წლის პერიშიჩმა პსვ ეინდჰოვენთან კონტრაქტი განაახლა
პსვ ეინდჰოვენმა ივან პერიშიჩთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. 36 წლის ხორვატი ნახევარმცველი ნიდერლანდურ კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პერიშიჩი პსვ-მ გასული წლის სექტემბერში დაიმატა. სეზონში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მან 16 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ვეტერან მოთამაშეს კარიერის განმავლობაში არაერთ ევროპულ კლუბში აქვს ნათამაშები, მათ შორის „ინტერში“, „ტოტენჰემში“ და „ბაიერნში“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow