მერეტმა ნაპოლისთან კონტრაქტი 2027-წლამდე გაახანგრძლივა
„ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტი გუნდის ღირსებას კიდევ 2 წლით დაიცავს — კლუბმა ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა...

იტალიელი მეკარის მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს იწურებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმება დროულად გააფორმეს. მერეტი ნეაპოლელებს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 212 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 68-ში კარი მშრალად შეინახა.
მისი მონაწილეობით „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს ტიტული ორჯერ (2023, 2025) და იტალიის თასი (2020 წელს) მოიგო.
What's Your Reaction?






