პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ გახარია – საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავს. გიორგი შარაშიძის განცხადებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. როგორც შარაშიძემ თქვა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო – ძლიერი საქართველოს” შორის არსებობს თანამშრომლობის მემორანდუმი და ისინი უნდა შეთანხმდნენ ერთობლივ კანდიდატზე. “რა თქმა უნდა გიდასტურებთ. ჩვენსა და კოალიცია “ძლიერ საქართველოს” […] The post appeared first on .

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ გახარია – საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავს.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
როგორც შარაშიძემ თქვა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო – ძლიერი საქართველოს” შორის არსებობს თანამშრომლობის მემორანდუმი და ისინი უნდა შეთანხმდნენ ერთობლივ კანდიდატზე.
“რა თქმა უნდა გიდასტურებთ. ჩვენსა და კოალიცია “ძლიერ საქართველოს” შორის არსებობს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ და ამ მემორანდუმის მიხედვით, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთობლივ კანდიდატებზე და აქვე მინდა დავაზუსტო კიდევე ერთხელ, რომ ეს კანდიდატები შეიძლება იყვნენ ერთის მხრივ პარტიული კანდიდატები და რა თქმა უნდა, თუ იქნებიან პარტიული კანდიდატები ამ შემთხვევაში ყოველგვარი კონკურენცია ჩვენსა და “ლელოს” შორის იქნება გამორიცხული და მათ ექნებათ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა და ასევე შესაძლოა იყვნენ ნეიტრალური კანდიდატები.
კი ბატონო ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, მანამდე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა, რომ მერობის კანდიდატად მასაც განიხილავენ.
What's Your Reaction?






