“დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან არიან კუდით გადაჯაჭვულები” – ელისაშვილი
სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელსიაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ელისაშვილი დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. „რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს“-თქვა მან გადაცემა “დღის ამბებში“ ჩართვისას. […] The post “დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან არიან კუდით გადაჯაჭვულები” – ელისაშვილი appeared first on .

სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელსიაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ელისაშვილი დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
„რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს“-თქვა მან გადაცემა “დღის ამბებში“ ჩართვისას.
სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს. ძალიან დიდი პატივია, რომ უკრაინელი ხალხის ჩემს მიერ მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე უკრაინაში პირველ რიგში იმან წამიყვანა, რომ საქართველოს და უკრაინის საერთო მტერთან მებრძოლა და საქართველოს ინტერესები დამეცვა. ძალიან ვიამაყებ მთელი ცხოვრება, რომ ძალიან მაგარ ბიჭებთან, როგორც უკრაინელ ასევე უცხოელებ მეომრებთან და პირველ რიგში ქართველ ბიჭებთან ერთად ვიყავი. მაინც ოროსნები არიან რუსები და ბევრი შეცდომები უწერიათ, მე ქართულში არა, უცხოურ ლეგიონში ვმსახურობდი, და მეორე, უწერიათ, რომ ფული აიღო და დაქირავებული მებრძოლი იყოო, მე მოხალისე ვიყავი და ერთი თეთრი არ ამიღია, ერთი იმათი ფული არ ამიღია, თავიდან ბოლომდე მოხალისე ვიყავი. ჩემი ფულით წავედი და წამოვედი, თვენახევარი ვიყავი იქ და ერთი სწორი რაც არის, ირპენის გათავისუფლების ოპერაციაში ვმონაწილეობდი, რითაც ვამაყობ. რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს, -განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნება“ და რუსები ძალიან გადაბმულები არიან და დღეიდან ძალიან ფრთხილად იქნება.
დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან გადაბმულები არიან და კუდით გადაჯაჭვულები, თუმცა, რამე განსაკუთრებულ საშიშს ამაში ვერაფერს ვხედავ, პირიქით. რუსებს ჩემი დაჭერა უნდათ და დაუსწრებლად ძებნა გამოაცხადეს ჩემზე და აგერ “ქართული ოცნება“ რუსების ხელით, იგივეს ასრულებას აპირებს, მაგრამ უნდა დავამარცხოთ ესენი,- განაცხადა მან.
ელსიაშვილი ამბობს, რომ დაკავების არ ეშინია და არ დარდობს იმაზე, დაიჭერენ თუ არა.
დამიჭერენ, დამჭირონ, ამათმა შეაშინონ ერთმანეთი, რუსებმა ესენი და ამათმა უქიცინონ კუდი. პატარა ბავშვები და ქალები სხედან, გაუტეხელი და მედგარი. არ გვეშინია, უნდა მივაწვეთ-დასძინა მან.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა.
მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) დაუსწრებლად წაუყენეს.
რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.
ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
The post “დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან არიან კუდით გადაჯაჭვულები” – ელისაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






