შეისწავლეთ “დელტა ტექსტილთან” ხელშეკრულება – თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ უხარისხო ნივთებში იხდიდა სამინისტრო ფულს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დალი ჭელიძე სოციალურ ქსელში ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართავს და წერს: ბატონო ჯუანშერ, როდესაც მე თავდაცვის სამინისტროდან ორჯერ გამიშვით, დიახ ორჯერ, გეგონათ შეუცვლელები (თქვენ და ხაინდრავას) იყავით. მიაკითხეთ ტელევიზიებს? მე თქვენ სავარაუდო კორუფციაში არ შეგიწყვეთ ხელი, პირიქით, თქვენს საწინააღმდეგოდ დავიწუნე უხარისხო სანივთე ქონება, რომელიც ჩემი გაშვების შემდეგ, საწყობიდან გატანის ნაცვლად, კომისიური […] The post შეისწავლეთ “დელტა ტექსტილთან” ხელშეკრულება – თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ უხარისხო ნივთებში იხდიდა სამინისტრო ფულს appeared first on .

აგვ. 5, 2025 - 20:57
 0
შეისწავლეთ “დელტა ტექსტილთან” ხელშეკრულება – თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ უხარისხო ნივთებში იხდიდა სამინისტრო ფულს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დალი ჭელიძე სოციალურ ქსელში ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართავს და წერს:

ბატონო ჯუანშერ, როდესაც მე თავდაცვის სამინისტროდან ორჯერ გამიშვით, დიახ ორჯერ, გეგონათ შეუცვლელები (თქვენ და ხაინდრავას) იყავით. მიაკითხეთ ტელევიზიებს?

მე თქვენ სავარაუდო კორუფციაში არ შეგიწყვეთ ხელი, პირიქით, თქვენს საწინააღმდეგოდ დავიწუნე უხარისხო სანივთე ქონება, რომელიც ჩემი გაშვების შემდეგ, საწყობიდან გატანის ნაცვლად, კომისიური წესით მიიღეთ, რა თქმა უნდა დარღვევით.

ჩემი გაშვების შემდეგ თავისუფლად მიიღეს სავარაუდოდ დასაწუნებელი სანივთე ქონება(ჩემს იქ ყოფნის დროს მიღებული იყო ექსპერტიზის დასკვნები). საინტერესოა, ჩატარდა სახელმწიფო აუდიტის მიერ გეგმიური შემოწმება? დარღვევები ვერ იპოვეს?

ჩარჩო ხელშეკრულება არის საიდუმლო გრიფით.

შეკითხვა მაქვს- რატომ არის საიდუმლო: საცვლები, წინდები, საველე ფორმა და ა.შ. ძალიან ბევრი, რამდენიმე მილიონი ღირებულების სანივთე ქონება და “ჯაველინები”

არასაიდუმლო?! ყოველ შემხვევაში გასაჯაროვდა. ესეც გაასაჯაროეთ, მოხსენით საიდუმლო გრიფი. საიდუმლო მხოლოდ ხელშეკრულებას ეწერა ზედა მარჯვენა კუთხეში. მაშინ ასე იყო, ეხლა არ ვიცი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური, ებრძვით კორუფციას? შეისწავლეთ 2020 წლის ბოლოს გაფორმებული საიდუმლო ჩარჩო ხელშეკრულება “დელტა ტექსტილთან” და გამოჩდება რა ფორმით, ან როგორ არის მიღებული სანივთე ქონება. მე ხომ გამიშვეს სამსახურიდან და იქნებ სიბრაზისგან ვცდები. ყოველ შემთხვევაში შემოწმებას რა უდგას წინ. 2022 წლის დეკემბერში ყველაფერი ტელევზიებით გაშუქდა.

მაშინ იმედი და რუსთავი 2 ბურჭულაძეს იცავდა.

როცა იქნება “მაინც ამოვთხრი”, არ დავნებდები.

The post შეისწავლეთ “დელტა ტექსტილთან” ხელშეკრულება – თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ უხარისხო ნივთებში იხდიდა სამინისტრო ფულს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow