5 ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია
ყოველწლიურად Candy Industry ასი ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების სიას აქვეყნებს. სიაში კომპანიები მხოლოდ შემოსავლების მიხედვით არ ხვდებიან – ყურადღება ასევე ექცევა რამდენად მრავალფეროვანია მათი პროდუქცია და რამდენი ადამიანია ჰყავს დასაქმებული. „კომერსანტი“ გთავაზობთ სიის პირველი ხუთეულს: 1. Mondelez International Mondelez International ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2012 წელს ტომას მაკლნერნეიმ დააარსა. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ […]


ყოველწლიურად Candy Industry ასი ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების სიას აქვეყნებს.
სიაში კომპანიები მხოლოდ შემოსავლების მიხედვით არ ხვდებიან – ყურადღება ასევე ექცევა რამდენად მრავალფეროვანია მათი პროდუქცია და რამდენი ადამიანია ჰყავს დასაქმებული.
„კომერსანტი“ გთავაზობთ სიის პირველი ხუთეულს:
1. Mondelez International
Mondelez International ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2012 წელს ტომას მაკლნერნეიმ დააარსა. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ ისეთ ტკბილეულს, როგორიცაა: ორეო, მილკა და ტობლერონი.
2. Mars Inc
Mars Inc ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1911 წელს ფრენკლინ კლერენს მარსმა დააარსა. დღემდე კომპანია მარსების ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა – M&Ms, Snickers, Galaxy, Skittles და რათქმაუნდა მარსი.
3. Ferrero Group
Ferrero Group იტალიური კომპანიაა, რომელიც 1946 წელს პიეტრო ფერერომ დაარსა. კომპანია დღემდე ფერეროს ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა – ნუტელა, ქინდერი, რაფაელო, ფერერო როშე და სხვები.
4. Hershey Co.
Hershey Company ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1894 წელს მილტონ ჰერშიმ დაარსა. კომპანია ფუნთუშეულს, ორცხობილებს, ნამცხვრებსა და სასმელებს აწარმოებს და მსოფლიოში შოკოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია.
5. Nestle
Nestle შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 1905 წელს Anglo-Swiss Milk Company-იმ დაარსა. დღემდე ნესტლე საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა.
What's Your Reaction?






