7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ლელო მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს გაუტანა.

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ლელო მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს გაუტანა.
ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის წელს პირველად თამაშობენ. ჩემპიონატის პირველ ეტაპს ხორვატიის ქალაქი მაკარსკა მასპინძლობს, პირველი მატჩი კი მრისხანე საფრანგეთთან გვქონდა.
თამაშმა რა თქმა უნდა მეტოქის უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 57:5. ქართველთა ისტორიული ლელო კი პირველი ტაიმის მიწურულს სალომე მაკასარაშვილის ანგარიშზეა.
პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში ჩეხეთს შევერკინეთ და მათთან წყვილი ლელო მარიამ გოგუაძემ მიითვალა. თამაში ჩეხების გამარჯვებით დასრულდა - 42:10.
გოგონები დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნით თამაშს ირლანდიასთან გამართავენ, რომელიც ჩეხეთთან 17:31, ხოლო საფრანგეთთან 7:66 დამარცხდა. შეხვედრა 14:30 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






