ტომას ფრანკი ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელობას უახლოვდება
პოსტეკოგლუს გაშვების შემდეგ ტოტენჰემმა ახალი კანდიდატი მალევე მონახა

მომდევნო სეზონში ტოტენჰემს კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ელის, რადგან კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეა გასული და რესურსების შესაბამისად გადანაწილება მოუწევს.
საამისოდ ტოტენჰემი ნდობის გამოცხადებას ტომას ფრანკისთვის აპირებს, რომელმაც ბოლო წლებში ბრენტფორდული კარიერით სახელი გაითქვა და როგორც ჩანს, ტოტენჰემის ბოსების გულიც მოიგო.
ფაბრიციო რომანო წერს, რომ ტოტენჰემი ფრანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერი ბოლოშია გასული. მოსალოდნელია, რომ კლუბი დანიელ სპეციალისტს მთავარ მწვრთნელად უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
What's Your Reaction?






