ოფიციალურად | რაიან აიტ-ნური მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
სიტიმ ვულვერჰემპტონიდან ალჟირელი მცველი დაიმატა

ვულვერჰემპტონის აწ უკვე ყოფილ მცველს პრემიერ ლიგის გასული სეზონი შესანიშნავი გამოუვიდა, რაც პეპისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
24 წლის უკანახაზელმა ინგლისის ჩემპიონატში არც თუ ისე ძლიერი ვულვზის მაისურით 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მან.სიტიმ ვულვერჰემპტონს აფრიკელი მცველის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, გვარდიოლა აიტ-ნურის ახალი პროექტის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს.
What's Your Reaction?






